ნიკა გვარამია - ფიცს ვდებ, გახარია აუცილებლად დაისჯება

09:02 06-10-2019

„ამ ეთერის მერე, აღარც სათქმელი დამრჩა რაიმე, არც საკითხავი. ორი რამე დავადგინე ზუსტად და დავწერ“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“ - ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

1. ზაზა სარალიძემ გაიარა სამოქალაქო გმირობის გზა და ჭირდება და იმსახურებს იმას, რომ შევეშვათ და დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.

2. აბსოლუტურად ზუსტად, გახარიაზე ბინძური და მდაბიო, ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში მე არ მახსოვს. ტიპიური, გულისამრევი, თან “მელკიГРУ-შნიკი. მძულს მთელი არსებით ისიც და მისი პატრონი ივანიშვილიც.

ps გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი. აი, განსაკუთრებით, დღეის მერე, ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად (თუ მანამდე რუსეთში არ გაიქცა),“ - წერს გვარამია.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში აღელდა, როდესაც საუბრის თემა მიხეილ კალანდიას შეეხო. სარალიძემ ემოციები ვერ მოთოკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც მისი თქმით მას „მოღალატეს“ ეძახის.

„ვიყო ლაჩარი, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელებს ყველას დედას ვუტირებ. რაც რუსთავი 2-მა დაიწყო ჩემი მხარდაჭერა, მას შემდეგ დაიწყეს დედის ****. თქვენი დედა **** ვინც მოღალატეს მეძახის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.