ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მომღერალი

faceამბები 1713420703

„ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია…“ – ნინი შერმადინი ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

„შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და მისი კოლეგის, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს:„ვერ შევიკავებ თავს, რომ არ მოგიყვეთ ცოტა რამ ნოდიკო ტატიშვილზე. ვიცნობ 25 წელია და თან ძალიან ახლოს და კარგად! დავიწყებ იმით, რომ შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი. ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია. ყველა დამეთანხმება ვინც მას იცნობს.ყველა ცივილურ ქვეყანაში, მომღერალს, ხელოვანს თუ მსახიობს ანუ ნებისმიერ ცნობილ სახეს აქვს უფლება, დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური შეხედულება, თამამად და ხმამაღლა. რა თქმა უნდა ეს აზრი ყველას ვერ მოეწონება, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ გაჩუმდე, როცა რაღაც არ მოგწონს!ნოდიკოს ნამდვილად არ ჭირდება ჩემი ადვოკატობა მაგრამ, გამომდინარე იქიდან რომ ვიცნობ ძალიან კარგად და ჩემი ოჯახის წევრია, ვერ ვიტყვი რომ ოდესმე ვინმესტი ყოფილა.განა რა კანონია ამისთანა,ის მაინც გვითხარით, რომ არაფერი აქვს რუსულთან საერთო, კარგი დაუშვათ მე უვიცი ვარ,არაფერი მესმის, ვერც კანონებში ვერკვევი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი ხალხი დგას გარეთ…არა რუსეთს და არა არაფერს რუსულს!  გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან და ევროპულ საქართველოს!“, – წერს ნინი შერმადინი.

დენის შმიგალი

ომი უკრაინაში 1713420641

უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება - დენის შმიგალი

უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.„თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურებული იქნება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“, – ამბობს შმიგალი.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა კონგრესის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზეც. მისი თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი კენჭისყრის მიმართ.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა შაბათს, 20 აპრილს ჩაატარებს კენჭისყრას უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე, რომელიც ჯამში 61 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.

ცისნამი საყვარლიშვილი

faceამბები 1713419525

„დედა ვიპოვე და ჩემს არსებობას მალავს.. არაფერი ვიცი წარმომავლობის შესახებ, ასეთი ამოუხსნელი ცხოვრება ლეწავს და ანგრევს ჩემს სულიერ სამყაროს...“ - ცისნამი საყვარლიშვილი მიმართვას ავრცელებს

„ამ ცხოვრების დედა ვატირე. ხო, მეც მიწევს ამ სიტყვების დაწერა. არაფერი არ ვიცი ჩემი წარმომავლობის შესახებ. არ ვიცი, ვინ არიან ჩემი წინაპრები, ჩემი ნათესავები. ვინ არის ჩემიანი, ვინ არა! ერთ გოგოს მიმამსგავსეს და მინდა ვიპოვო, შევხვე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც უკვე მრავალი წელია, აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს.როგორც ცისნამი საყვარლიშვილი წერს, იპოვა დედა, რომელიც მის არსებობას მალავს:„დედა ვიპოვე და მალავს ჩემს არსებობას. იქნებ მამამ და მამის მხრიდან ნათესავებმა მაღიარონ! მჭირდება ეს აღიარება საკუთარი სისხლის და ხორცისგან, თორემ ლეწავს და ანგრევს ჩემს სულიერ სამყაროს, ასეთი ამოუხსნელი ცხოვრება.ნათესავებო მიპოვეთ რა. კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან. კარგო გოგო ვარ. კარგი იდეები მაქვს. ჩემს სისხლთან სიახლოვე მწყურია.მომწერეთ, ვიმეგობროთ, არ დამმალოთ, იმხელა ვარ მაინც, ვერსად დავიმალები.ნუ მოგერიდებათ, მომწერეთ. მე ყველას ყველაფერს ვპატიობ, რადგან თავად ვარ ვიღაცის ცხოვრების შეცდომა“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში. 

ბაბი

საზოგადოება 1713418387

ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.„საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და დღესაც ჩვენი გზა უცვლელია! მე მინდა ძლიერი, დამოუკიდებელი, ღირსეული, მშვიდობიანი საქართველო ევროპაში! გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს ბაბი კირკიტაძე.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1713417747

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.ზურაბიშვილის განმარტებით, ეს იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება . მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცხო არ იქნება ზურაბიშვილის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, ვეტო მათ მიერ დაძლეული იქნება.