ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713282645

მამუკა მდინარაძე დევი ჭანკოტაძეს: თქვენ რაც ბრძანეთ - ახლა იქ ვინმე რომ მოკვდესო, ეს ძალიან ცუდი მინიშნება იყო, რას ნიშნავს მოკვდეს? „ნაცები“ კი არ ვართ „რობოკოპი“ ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს

თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ახლა იქ ვინმე რომ მოკვდესო, ეს ძალიან ცუდი მინიშნება იყო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე დეპუტატ დევი ჭანკოტაძის კომენტარს.„რას ნიშნავს მოკვდეს? როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს? ნაცები კი არ ვართ რობოკოპი ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს. ნაცის გარდა ამ კითხვას ვინ მოიფიქრებს - აბა რატომ ჰყავთ რობოკოპებიო“, - განაცხადა მდინარაძემ.პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

დევი ჭანკოტაძე

პოლიტიკა 1713282476

„ნაცმოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძე: ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს - ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება

ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დევი ჭანკოტაძემ პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი. ხალხი, რომელიც ახლა უკან დგას, წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ რუსული კანონია. ამიტომ ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“,- აღნიშნა ჭანკოტაძემ.დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და ეს თანამდებობა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეკავა.

ზუკა

საზოგადოება 1713281820

„ბიჭია და გიოს დავარქმევთ...“ - რას ჰყვება ზუკა ხუციშვილი, რომელიც მალე მამა გახდება

ზუკა ხუციშვილი და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. წყვილმა უკვე სქესიც იცის და ისიც, რას დაარქმევს პატარას. ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ გაუმხილა:„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, ის მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა. ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით. გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს...“, - განუცხადა "თბილისელებს" ზუკა ხუციშვილმა.

კადიროვი

მსოფლიო 1713281775

კადიროვის თქმით, მუსიკის ნელი და ჩქარი ტემპის შესახებ მან მხოლოდ რეკომენდაციები გასცა და არ აუკრძალავს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განმარტა, რომ ბოლოდროინდელი მოთხოვნები მუსიკის ტემპთან დაკავშირებით, მხოლოდ "რეკომენდაციები" იყო, ტრადიციული ჩეჩნური მუსიკის შემსრულებლებისთვის.ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა აპრილის დასაწყისში თქვა, რომ კადიროვმა მას დაავალა, აეკრძალა ყველა მუსიკა, რომლის რიტმიც წუთში 80 დარტყმაზე ნელია და 116-ზე სწრაფია.თავდაპირველად, გაურკვეველი იყო, რა მუსიკაზე იმოქმედებდა ეს წესები, ან როდის შევიდოდა ძალაში.კადიროვმა პარასკევს განაცხადა, რომ მითითებები "ჩეჩნური ეროვნული მუსიკის ტრადიციული ტემპის შენარჩუნების შესახებ" მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათის იყო."რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები ჩემ მიმართ მეგობრულად განწყობილები არ არიან, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს მარაზმი ყოველდღიურად უფრო ძლიერი იქნებოდა", — დაწერა მან ტელეგრამზე."ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს "ეროვნული" და "ჩეჩნური", არსად არის ნახსენები "აკრძალვა", — თქვა მან. "ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები ჩეჩნური მელოდიების შემსრულებლებისთვის (არა ჰიმნების, არა სამხედრო მარშების, არა ბალადების, არა შანსონის, არა სხვა ეროვნების სიმღერების და ა.შ.), რომელიც განკუთვნილია მუსიკალური ექსპრესიულობის, ორიგინალურობისა და თავისებურების შესანარჩუნებლად"

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713281679

მამუკა მდინარაძე - დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე - გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში

მამუკა მდინარაძე - დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე - ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე - გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. „მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია თქვენც გაქვთ და მეც. მაგალითად, არის ასეთი სინთეზი - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც ფრანკლინის კლუბთან, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ ამ ფრანკლინის კლუბიდან „მომავლის თაობა“ თუ რაღაც ჰქვია, არის ალექსანდრე ზიბზიბაძე, გუშინაც იყო ლაპარაკი. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. გუშინ, ეს ბიჭები, ვინც მე დავასახელე, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში. შენ რომ იცავ, ვალდებულება გაქვს, იმიტომ, რომ შენც ისინი გაფინანსებენ. მტკიცებულებები გინდა? მე ვცდილობ, ხალხს გავაგებინო სიმართლე თქვენი სიცრუის და ბოროტების წინააღმდეგ. ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ“ - ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამის შესახებ შარშან დიტო სამხარაძეს ედო ფეისბუკპოსტი. „ორი რაღაც იყო ერთი და იგივე ინფორმაციაში, ვინმე ჩიქოვანმა თქვა ორი რაღაც გაბრაზებულზეო, დიტო სამხარაძე წერდა და პოსტვ-მ წელს მიაგნო. ერთი - აგინებდა ახალგაზრდებსო, სანამ 1000 ლარს არ ჩაურიცხავთ განცხადება ვერ გავაკეთებინეო და მეორე - ის ბავშვი გაპიარებული იყო, დავაგვიანეთო. თქვენ აქტივისტს მოატანინეთ, მართლა ჩაურიცხა თუ არა 1000 ლარი და გაირკვევა ყველაფერი. ჭორი რომ არ იყოს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ორი რაღაც თქვა იმ კაცმაო, ინფორმაცია იყო ასეთიო, ერთი 1000 ლარი ჩავურიცხეო და აგინა ჩხობაძესო და მეორე - რაღაც იგეგმებოდაო, გაპიარებული იყო ის ბავშვიო. ამოაღებინეთ ჩხობაძეს იმ დღეების ამონაწერი და თუ არ აქვს 1000 ლარი ჩარიცხული, ესე იგი რაღაც სიცრუესთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.