„4 შვილი გააჩინა, ასაკითაც არაა პატარა და რა მაგარ ვიდზეა ქალი“ - ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეზე

20:31 06-09-2019
49

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის გარეგნობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს.

„4 შვილი გააჩინა, ასაკითაც არაა პატარა და რა მაგარ ვიდზეა ქალი. მოვლილია, კი ბატონო, მაგრამ ამასთან გემოვნებიანიცაა, არაა ქაჯი აშკარად, რაც ზოგადად ქართველ ფულიანებს ახასიათებთ და მისი ქმრის ძალაუფლების გამოყენების არცერთი ფაქტი არ მახსენდება, რაც ძალიან დასაფასებელია. არის თავისთვის, მისი ოჯახისთვის და ქმარიც რომ აღფრთოვანებულია მისით, ეგეც ჩანს ერთი შეხედვით.

width=600

ადრე, მასთან ინტერვიუც ძალიან მომეწონა, მომეჩვენა გულწრფელი იყო და საკმაოდ განათლებულის შთაბეჭდილებაც დატოვა. მოკლედ, ძალიან მომწონს ეს ქალი“, - წერს ჟურნალისტი.

ეკატერინე ხვედელიძე დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტურზე მივიდა.