მოძალადე, რომელმაც 14 წლის გოგო ორჯერ გააუპატიურა, დააკავეს

18:01 06-09-2019

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.

2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის  მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს,  საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ  ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. 

მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდებ