ირინა შეიკის პირველი კადრები ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ - ფოტო

16:39 06-09-2019
6491

33 წლის ირინა შეიკს 44 წლის ბრედლი კუპერთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. მოდელი, მსახიობთან დაშორების შემდეგ, ისლანდიაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი ბრენდის Falconeri-ის სარეკლამო კამპანიის გადაღებაში მონაწილეობდა. შეიკმა სოციალურ ქსელში სარეკლამო ფოტოსესიის პირველი კადრი გამოაქვეყნა. 

/

გადათოვლილ ქვეყანაში, ირინასთან ერთად ჩაფრინდნენ ფოტოგრაფი ჯამპაოლო სგურა და აგენტი ალი კავოსსი. width=600

შეგახსენებთ, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი რამდენიმე დღის წინ დაშორდნენ.  წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე წლის თებერვალშიც გავრცელდა, როდესაც კუპერმა და ლედი გაგამ ოსკარზე Shallow იმღერეს. ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 2015 წლიდან ერთად არიან. 2017 წელს მათ ქალიშვილი ლეა შეეძინათ.