ახალი ჰოლივუდური წყვილი - ვის გაყვა ცოლად შვარცნეგერის ქალიშვილი

16:10 06-09-2019

კალიფორნიის ექს გუბერნატორის, არნოლდ შვარცნეგერის შვილმა კეტრინმა მსახიობ კრის პრატზე იქორწინა. წყვილის ქორწილი 8 ივნისს სან ისიდროში მდიდრულ რანჩოზე შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მიწვეული სტუმრები მედიასთან ქორწილის დეტალებზე საუბრობს და ყვება, რომ ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.

„ძალიან ლამაზი ადგილია უამრავი ყვავილით და მშვიდი ბუნებით. ნამდვილად რომანტიკული ადგილია ქორწილისთვის. სტუმრებიდან ყველა ფოტოს იღებდა, მათ შორის კეტრინის დედა მარია და მამა არნოლდ შვარცნეგერი,“ - ამბობს წყარო მედიასთან საუბრისას.

სტუმრებს შორის იყვნენ კრის პრატის 6 წლის ვაჟი ჯეკი და ძმები პატრიკი და კრისტოფერი.

width=600

ფოტო:@People

მიღებაზე კრის პრატმა სიტყვაც წარმოთქვა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ბედნიერების გაზიარებისთვის.

მსახიობმა ნიშნობის შესახებ იანვარში ინსტაგრამზე გაავრცელა ინფორმაცია. წყვილის პირველი დებიუტი აპრილში წითელ ხალიჩაზე ფილმ “შურისმაძიებლების“ პრემიერის დროს  შედგა.

ავტორი: თეონა ყაჭიური