„დაჭრილი სახლში გამოიქცა...მისი ხმა მთელს კორპუსს ესმოდა“, - თვითმხილველი დიღომში სისხლიან გარჩევაზე

13:21 06-09-2019
2319

წუხელ დიღომში სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს.

„დიღომში სისხლიანი ფეხის ნაკვალევია. ჯერ პერფორმანსი მეგონა. თურმე ბიჭები დაჭრეს.

იარაღის ჩხუბში გამოყენება ლაჩრობა მგონია. 

დეტალები არ ვიცი. უბრალოდ სამი კორპუსის ირგვლივ სისხლის გუბეები დგას, რომელიც სხვა კვარტლიდან იწყება...

დაჭრილია სამი. ორი ძმაა. აქედან ერთი მძიმეა - რეანიმაციაში ებრძვის სიკვდილს. 

ამბავი გვიან სამ საათზე „ნიკორასთან“ მოხდა. დაჭრილი სახლში გამოიქცა და ეზომდე მოაღწია. მისი ხმა მთელს კორპუსს ესმოდა“, - წერს თამარ ბელქანია.

„პრაიმტაიმს“ მომხდარს შსს-ში უდასტურებენ. პოლიციაში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულებიდან შევიდა, სადაც ორი დაჭრილი შეიყვანეს. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება წუხელვე გაეწიათ. ამ ეტაპზე დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

ავტორი: თეონა აბესაძე