ჯულია რობერტსმა პირველად აღიარა, რომ „ლამაზმანის“ სცენარის ორიგინალური ფინალი სრულიად განსხვავებულია

13:17 06-06-2019
136

ჯულია რობერტსი ლამაზმანის(Pretty Woman) დასასრულის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.  მისი თქმით, ფილმი სხვა სცენარის მიხედვით გადაიღეს.

width=600

ჯულია რობერტსმა და მისმა კოლეგამ პატრიცია არკეტმა „Variety“-თან ინტერვიუში  განაცხადეს, რომ ფილმ ლამაზმანს-ს განსხვავებული სცენარი და დასარული ჰქონდა.

width=600

მსახიობებმა განაცხადეს, რომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში, ფილმის 3000 კასტინგში მიიღეს მონაწილეობა. რობერტსი, ფილმში როლზე დაამტკიცეს, მაგრამ ვერ მოახერხა მონაწილეობა - კომპანია დაიხურა და გადაღებები ჩაიშალა.

width=600

გადაწყდა, რომ ფილმი 3000-ის გადაღებული კადრების ფირები, შესაბამისად, ფილმში ლამაზმანი გამოეყენებინა, სადაც სრულიად განსხვავებული ფინალი იყო.

width=600  

მსახიობი იხსენებს, რომ რიჩარდ გირის გმირს ფილმის დასასრულში „ლამაზმანი“ მანქანიდან უნდა ჩამოეგდო - „თანხა სახეში უნდა მიეყარა და ბინძურ გარეუბანში დაეტოვებინა“. 

width=600

მელოდრამა ლამაზმანის პრემიერა 1990 წელს შედგა. ფილმი, ფინანსისტ ედუარდ ლუისის და მეძავი ვივიენის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე