IDFI - პირველადი ტექინსპექტირება 114, 840 ავტომობილმა ვერ გაიარა

23:16 06-05-2019
49

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქარათველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა.

უფრო კონკრეტულად, პირველადი ტექინსპექტირება გაიარა 232, 470-მა ავტომობილმა, აქედან დახარვეზდა 114, 830. ხოლო, ტექინსპექტირება გაიარა 117,640-მა ავტოტრანსპორტმა.

რაც შეეხება განმეორებით ტექინსპექტირებას,  დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებით ტექდათვალიერებას 80, 999 ავტომობილმა მიმართა, საიდანაც კვლავ დახარვეზდა 4,330 და ტექდათვალიერება გაიარა 76, 669 ავტოტრანსპორტმა.

ორჯერ დახარვეზებული 4,330 ავტომობილიდან ტექდათვალიერება ჩაუტარდა 4,032 ავტომობილს, აქედან 2, 150 კიდევ დახარვეზდა, საბოლოო ჯამში კი, ტექდათვალიერება 1,182-მა ავტომობილმა გაიარა.

IDFiI- ის ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან,   შინაგან საქმეთა სამინისტრო დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები.