C ჰეპატიტის სკრინინგის არეალი ფართოვდება

13:48 06-03-2019
68

ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე, C ჰეპატიტზე 323 675 პირი შემოწმდა, რომელთაგან დადებითი 16 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგი ჩატარებული აქვს 1 635 737 პირს, მათ შორის გამოვლენილია 132 048 დადებითი შემთხვევა.

„წლის განმავლობაში C ჰეპატიტის სკრინინგის არეალის გაფართოება იგეგმება, რაც მოქალაქეებს დამატებით გაუადვილებთ აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.