სად არის საქართველოს ადგილი ნატო-ს განახლებულ სტრატეგიაში - ძირითადი პუნქტები და თანამშრომლობის სფეროები

13:33 06-03-2019
163

ჩრდილოატლანტიკურმაა ალიაანსმა სტრატეგია განაახლაა. პრიორიტეტების და მიდგომების გადახედვის მთავარი განმპირობებელი რუსეთიდან მომდინაარე საფრთხეები და ახალი ტიპის გამოწვევებია, რომელიც მათ შორის კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება. 

NATO-ს განახლებული სტრატეგია ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს. აქედან საქართველო ორ პუნქტში პირდაპირ არის ნახსენები. ამასთან აღსანიშნავია, რომ  ალიანსის საქართველოსთან თანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც პრიორიტეტულია. 

ძირითადი პუნქტების ჩამონათვალი ასეთია :

1 - მოსკოვზე ზემოქმედების გაზრდა სანქციებისა და ბაზების მეშვეობით

2 - პოზიციების განმტკიცება შავ ზღვაში - „ის არ ეკუთვნის ერთ ქვეყანას“

3 -  მოკავშირე სახელმწიფოების სპეციალური პაკეტებით დახმარება 

4 - კიბერ საფრთხეებთან დაპირისპირება 

საქართველოს შესახებ საუბარია პუნქტებში, რომელიც მუქად არის მოცემული. ესენია მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორების დახმარება. იგულისხმება როგორც სამხედრო დახმარება, ასევე ერთობლივი წვრთნების გამართვა.

ამასთან როგორც ცნობილია ალიანსი საქართველოსთან თანამშრომლობას ზრდის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ამის შესახებ განცხადებები არაერთხელ, მათ შორის NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთდა.