პენსიის გაზრდა 2020 წელსაც იგეგმება

12:08 06-03-2019
28

2019-2020 წლებში პენსიების ზრდისთვის ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველ წლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.

მოხსენების მიხედვით მომდევნო წლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. კერძოდ, 2019 წელს, ამ მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 200 მლნ ლარი, ხოლო 2020 წელს – 400 მლნ ლარი.

საქართველოში პენსია 2019 წელს 20 ლარით გაიზარდა, 2020 წელს კი – პენსიის ზრდა ასევე 20 ლარით იგეგმება.