საქართველოში დამატებით სამი დაცული ტერიტორია იქმნება

11:52 06-01-2019
21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტით, საქართველოში დამატებით სამი დაცული ტერიტორია იქმნება. კერძოდ, ფარავნის, საღამოსა და აბულის ტბები. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფარავნის ტბის აღკვეთილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება, რომლის საერთო ფართობი – 4031 ჰექტარს შეადგენს, საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობი კი, – 629 ჰექტარს.

აღნიშნული ტერიტორია მოიცავს ფარავანისა და საღამოს ტბებს, როგორც მნიშვნელოვან ჰაბიტატს ამიერკავკასიური ენდემებისა და კალმახის კონსერვაციის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია პროექტში.