ბრიტანეთის ელჩის ჩანაწერი - „შემომეხარჯას“ განმარტება მაისურებზე დაიტანეს

16:11 05-31-2019
77

ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტის, ჩანაწერი, რომლის მიხედვით ის ქართულად წერა-კითხვას სწავლობს, ქართველმა დიზაინერებმა აიტაცეს და მაისურებზე დაიტანეს.

„გახსოვთ ელჩის #ქართულისგაკვეთილები? ძალიან გვიხარია, რომ #შემომეხარჯას მისეული ახსნა/თარგმანი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მისი ხილვა უკვე მაისურებზეა შესაძლებელი. ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინოთ“,- წერენ თბილისში ბრიტანეთის საელჩო facebook-ის გვერდზე.