ეროვნული თავდაცვის აკადემია ,,ერასმუს პლიუსის'' გრანტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტშია ჩართულია

15:44 05-31-2019

ეროვნული თავდაცვის აკადემია ჩართულია ,,ერასმუს პლიუსის'' გრანტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში - ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში'', რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა პროექტის კოორდინატორისა და სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებთან. შეხვედრაზე იუნკერები გაეცნენ ანტიპლაგიატის პროგრამას, Turnitin - ის მუშაობის სპეციფიკასა და მის სწორად გამოყენებას პრაქტიკაში.