81 წლის ჯეინ ფონდას გულახდილი ინტერვიუ „სექსუალური განათლების“ თემაზე

13:38 05-31-2019
42

81 წლის ჯეინ ფონდა ჟურნალ „Hollywood Reporter“-ის ახალ ნომერში, ექვს მსახიობთან ერთად, მათ შორის ნატაშა ლაონისა და რეჯინა ჰოლისთან ერთად პოზირებს.

width=600

მსახიობმა, ფოტოგადაღების შემდეგ ინტერვიუში სექსუალური განათლების თემაზე გულწრფელად ისაუბრა, რაც მისი ინფორმაციით, ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.   

„თანამედროვე კულტურას არ მოსწონს, როდესაც ნაოჭებიანი ქალები სექსზე საუბრობენ. ისევე, როგორც ბავშვებს არ მოსწონთ, როცა მათი მშობლები ამას აკეთებენ. რომანტიკული ფილმები, ხანდაზმული ადამიანების მონაწილეობით, მათ მომავლის იმედს აძლევს.

width=600

როდესაც ორმოცი წლის ვიყავი ვთქვი, რომ მსურდა, ხანდაზმული ქალბატონის სახე შემექმნა. ახლა ჩემთან მიდიან და ამბობენ: დიდი მადლობა, ვხედავ, რომ ყველაფერი წინ არის, - ამბობს ფონდა.

width=600

ლეგენდარულმა ვარსკვლავმა, ასევე უპასუხა იმ ფილმებთან დაკავშირებულ კითხვებს, სადაც მსახიობი სექსუალურ სცენებშია გადაღებული, რაზეც განაცხადა, რომ კამერის წინ გაშიშვლება, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. 

 width=600

რამდენიმე ხნის წინ, მსახიობმა, კომპანია „Evine Live Inc“-თან ერთად, სპორტიული ტანსაცმლის თავისი პირველი კოლექცია გამოუშვა და ამავე დროს, მონაწილეობა მიიღო პირველი სარეკლამო ვიდეორგოლში, სადაც სპორტიული ტანსაცმლის კოლექციის 25 სახეობაა წარმოდგენილი - მაისურები, სპორტიული ბიუზჰალტერები, ლოსინები და მაისურები.

width=600

ცნობილია, რომ ჯეინ ფონდა პირადად მონაწილეობდა თითოეული კოლექციის ნიმუშის შექმნაში და ამავე დროს ჯანმრთელობის, კვების პროდუქტებისა და სხვადასხვა ფიტნეს-აღჭურვილობის წარმოებას გეგმავს.

   width=600

  

ავტორი: რუსა ღვანიძე