ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

უჩა აბაშიძე

პოლიტიკა 1713278473

ნაცმოძრაობის აქტივისტი უჩა აბაშიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს: პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ, ბავშვები, ცხოველები არ წამოიყვანოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, უჩა აბაშიძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გასამართი აქციის მონაწილეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება არ აქვთ. აბაშიძე საპროტესტო აქციაზე წამსვლელ პირებს მოუწოდებს, არ წაიყვანონ ბავშვები და ცხოველები დღევანდელ აქციაზე. ის მოსახლეობას ასევე სთხოვს, არ დაიშალონ და სახლებში ადრე არ წავიდნენ. „ესე იგი, მეგობრებოდღეს არის 1-ლი მოსმენით განხილვა პარლამენტში.შარშანაც - ასე, 1-ლი მოსმენით მიიღეს და მერე-ღა გავიაზრეთ ყველამ, რომ არანაირი ფინტი ეს არ იყო, "გვაჩხუბებენ და გაჩერდებიან" არ მოხდა და ა.შ.სავარაუდოდ, დღესვე უყრიან კენჭს.მოკლედ, სავარაუდოდ, დღეს არის ის დღე, რომლის მერეც უკან დაბრუნების ვარიანტი აღარ გვექნება.ისევ "მწვანეს" დააჭერენ, კანონზე, რომელშიც არ წერია, რომელ ქვეყნებს ეხება და რომელ ჩვენს მოკავშირე ქვეყნებს - არ ეხება;არ წერია, რომელ სფეროებს ეხება მხოლოდ და მეტი არცერთ სფეროს;და "უცხოური გავლენის" დაბრალების საკმარის მიზეზად, წერია 1/5 ფულისა შემოგდის უცხოეთიდან, გამოძიება და უშიშროება და სასამართლო და დამტკიცება - არ სჭირდებათ;იმავდროულად - "ეჭვის საფუძველზე" - შეუძლიათ, შემოვიდნენ, გაგიჩერონ ორგანიზაცია, ამოიღონ შენი აპარატურა და მონაცემები "მონიტორინგზე" (მათ შორის პირადი მონაცემები)და მერეეეე... "ამონიტორონ" რამდენიმე კვირა, სანამ შენ დახურული ხარ და რაღაც ტენდერებზე ვერ გახვედი, რაღაც რეპორტები დააგვიანე.მერე გეტყვიან, "ა, უი, არ ყოფილხარ აგენტიო".ააან, გეტყვიან "ყოფილხარ აგენტი და 6 თვეში კიდევ მოვალთო".(ისედაც მოვლენ, ისევ "ეჭვის გამო", რო რამე).მოკლედ, დღეს 7-ზე იწყება აქცია.როცა შეძლებთ, მოდით, მოიკრიბეთ შემართება. აწი, სხვა გზა არაა, ისევ უნდა გვცემონ და წიწაკა გვასხან თვალებში.მე ვიქნები უფრო "თავისუფლების მეტროს" მხარეს რუსთაველზე.ბავშვები არ წამოიყვანოთ;ველოსიპედით არ მოხვიდეთ;ცხოველები არ წამოიყვანოთ.აქციიდან წასვლა არ დაიწყოთ 11 საათზე (თუ გინდა, გვიან მოდით, ოღონდ დარჩით 12-მდე პირველამდე, დაშლა იწყება მაგ დროს ხოლმე და ხალხი რო მიდის, მერე "ყველა მიდის").წამოიღეთ - ზურგჩანთით:წყალი(ბევრი);პირბადეები ან ბენდენები ან რამე;სათვალეები (ძაან შველის წიწაკას).შეგახსენებთ მთავარ სტრატეგიას (და ერთადერთ, დაუმარცხებელს):რო გვიტევენ, სახლში არ მოვდივართ.ანუ გადავდივართ გვერდით ქუჩაზე და ვაგრძელებთ.ეგრე განეწყვეთ, ხო ნუ, გვესვრიან, დაგვიშენენ - გადავალთ გვერდით ქუჩაზე.ყოველი შემდეგი მოწყობისთვის და მწყობრად წამოსვლისთვის - რამდენიმე საათი უნდათ.ასევე ეფექტურია, თუ ბევრნი ვიქნებით - ორივე მხრიდან დადგომა მათ გარშემო, მაშინ ვეღარ მოძრაობენ საერთოდ (მარა ორივე მხრიდან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რო ვერანაირმა წყლის მანქანამ და მომარაგების-მინიბასმა შიგნი წიწაკებით, ვერ გაიაროს)გავიმეორებ: რო გვშლიან, სახლში არ გარბიხართ.გადადიხართ სხვა ქუჩაზე და აგრძელებთ.ძალადობას არ ვიწყებთ, თუ ვინმე ჩვენიანი ძალადობს - აჩერებთ (ბოლო ბოლო ვინმე პოლიციელს ეძახით - შემოგზავნილია დააკავეთო).ძალიან მნიშვნელოვანი "დანის წვერი" - არის რო ვიდეოზე გადაიღოთ და მრავალჯერ დააფიქსიროთ - რო ძალადობა წამოვიდა მათგან და მხოლოდ ამის მერე, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რამდენადაც ხიფათის ქვეშ გრძნობთ თავსასევე - თქვენ გაქვთ უფლება, და ვალდებულება - დაიცვათ სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე.პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ.ასევე პოლიციისგან უკანონო ძალადობის არ მოგერიების ვალდებულებაც არ აქვთ მოქალაქეებს.თუ პოლიციელი უკანონოდ გცემს და ჯანმრთელობას გიზიანებს - უფლება გაქვს, შეუბრუნო ხელი და უარესად სცემო დაჟე (ძალის პროპორციულობა არ მოგეთხოვება მოქალაქეს, როცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეს გრძნობ პროფესიონალის მხრიდან).მაგრამ!!!ხაზი გაუსვითაუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, და უნდა ვერცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტელევიზიამ - ვერ თქვას რომ "ჩვენ დავიწყეთ", ამიტომ ჯობია 3-ჯერ მოითმინოთ და 3-ჯერ დააფიქსიროთ კამერაზე, სანამ პასუხს გასცემთ.ასევე - თუ სადღაც სხვაგან, მიტინგზე - ვინმე არღვევს კანონს, მე ეგ არ მხდის დამნაშავედ - და ჩემს წინააღმდეგ ძალის გამოყენება - ისევ უკანონოა და არ აძლევს იმათ მოქმედების უფლებას.თუ ვინმე კანონს არღვევს - დააკავონ.მარა როცა თვითონ ასრულებენ უკანონო ბრძანებას - ვალდებული არიან, არ შეასრულონ (არათუ უფლება აქვთ არ შეასრულონ).და თუკი მაინც ასრულებენ, მერე ჩვენ გვაქვს უფლება, არ დავემორჩილოთ უკანონო ბრძანებას.ააან, თუ ძალადობით ცდილობენ გვაიძულონ - და გზაში ჯანმრთელობის ხიფათს ვგრძნობთ (სულერთია რამდენად გვიზიანდება პროცესში, მე ვგრძნობდი, რომ დამიზიანდება - საკმარისია) - გვაქვს უფლება, თავი დავიცვათ, პოლიციის მიერ არაკანონიერი ძალის გამოყენებისას.მააააააგრამ! ვიმეორებ!!!თუ არაფერს არ იზამენ, ჩვენ არაფერი არ უნდა ვქნათ!!!ელაპარაკეთ ერთმანეთს, შეაჩერეთ "პადჟიკაწელები".თუ ისინი არ დაგვიწყებენ "გაყრას" აქციიდან, დაკავებას - არაფრის ჩადენის გამო.წიწაკას/წყალს/მახრჩობელა ბოლს - არაფრის გამო,და პროსტა იდგებიან,ჩვენც პროსტა ვიდგებით.უბრალოდ, რაც უფრო მეტი ვიდგებით - უფრო მოუწევთ "ჩაჩოჩება".და ვოზდუხ ობში - არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ, არ მოგვცენ დგომის საშუალება, აქაც, 5 მეტრით იქეთაც, და იმის იქეთაც.ყველაფერი ეგ მათი მოქმედებების, უკანონობის ზღვარზე სიარულია. შეუტიეთ ამაზე და გაუტრაკეთ.7-ის მერეა აქცია, ვიმეორებ, სახლებში "მალე" წასვლას - ჯობია დააგვიანეთ მოსვლა“,- წერს უჩა აბაშიძე.

ჭურჭელი

საზოგადოება 1713277222

8 ნივთი სახლში, რომელიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებით

ნივთები, რომლებიც ბევრ ოჯახშია, შესაძლოა, უსაფრთხო გვგონია, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება, სიცოცხლეც მოგვისწრაფოს.შეეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ მათი გამოყენება.საყოფაცხოვრებო ქიმიარაც არ უნდა ეკოლოგიურად სუფთად იყოს წარმოებული აღნიშნული საშუალებები, როგორც აღმოჩნდა, მათში შემავალი ტოქსინები ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მაგალითად, ქლორის ორთქლი ყველაზე საშიშია. მისი ხშირი ჩასუნთქვა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გაჩენას, ჰიპერტენზიის განვითარებას (მაღალი წნევა), ასევე ალერგიული რეაქციის გამწვავებას იწვევს, რომელიც დროთა განმავლობაში ბრონქულ ასთმაში გადაიზრდება. ასევე, ჰაერის გამწმენდში შემავალი ეთილენგლიკოლი ძლიერ ქოშინს, აჩქარებულ გულისცემას, თავის ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. გარდა ამის, ფტალინის მჟავის ეთერები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიაში შედის, კიდევ უფრო დამაზიანებელია. როგორც აღმოჩნდა, მას შეუძლია, ორსულ ქალზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს და სამომავლოდ, ბავშვის რეპროდუქციულ უნარებსა და განვითარებაზე უარყოფითად აისახოს.ცუდი ვენტილაციაოთახში არსებული მიკროკლიმატი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. თუ ოთახი კარგად არ ნიავდება, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სახლში ობი და ჭუჭყი დაგროვდეს, ალერგენები გამოიყოს და სხვადასხვა დაავადება განვითარდეს. მათ შორისაა, ონკოლოგიური დაავადებებიც.ავეჯი, რომელიც "დეესპესაგანაა" დამზადებულიმსგავს ავეჯს ფასისა და ხელმისაწვდომობის გამო ბევრი ადამიანი იყენებს. თუმცა, ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები სრულიად უხარისხო საშუალებებს მიმართავენ. თუ ავეჯი მძაფრი ქიმიური სუნით ხასიათდება, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ ფენოლს და ფორმალდეჰიდს გამოჰყოფს, რამაც შეიძლება არა მხოლოდ ალერგია, არამედ საკმაოდ მძიმე დაავადებები, მათ შორის, სიმსივნეც გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხარისხიან ავეჯზე ფულის დაზოგვა არ ღირს.ვინილის შპალერიმიუხედავად იმისა, რომ ვინილის შპალერი ვიზუალურად კარგად გამოიყურება, ორგანიზმისათვის საშიშია. პოლივინილ ქლორიდი საკმაოდ გამძლე მასალაა, თუმცა ის ჰაერს არ ატარებს. შედეგად ობი, სოკო წარმოიქმნება. ამის გამო კი შესაძლოა, არაერთი პრობლემის წინაშე დავდგეთ.გაუმართავი ელექტროობათუ ბინას ძველ კორპუსში ყიდულობთ, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძველი გაყვანილობები თანამედროვე ტექნიკის სიმძლავრისთვის ხშირად შეუსაბამოა და შესაძლოა, საკმაოდ დიდი საფრთხე შეგიქმნათ. მოხდეს მოკლე ჩართვა და ხანძარი განვითარდეს.სინთეტიკური ხალიჩებიხალიჩები დღემდე სახლის პოპულარულ აქსესუარად ითვლება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მტვერს აგროვებს და მთელ გარემოს აბინძურებს. ეს კი ალერგიული რეაქციების, ასთმის და მრავალი სხვა რესპირატორული დაავადების განვითარებას იწვევს.ხოლო, თუ სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ხალიჩა გაქვთ, მაშინ სიტუაცია ორმაგად მძიმდება. ის პოლიპროპილენის, აკრილის, პოლიურეთანის, ვინილისა და ნეილონისგან შედგება, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.პლასტმასის ჭურჭელიპლასტმასის ჭურჭელი, კონტეინერები ბევრ ოჯახში ძალიან პრაქტიკულ ნივთებად ითვლება და ხშირად იყენებენ. ზოგჯერ ხანგრძლივი დროითაც ინახავენ. სინამდვილეში , პლასტმასის ჭურჭელი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. დროთა განმავლობაში, პათოგენური მიკრობები და ბაქტერიები გროვდება, რომლებიც ჩვენს ორგანიზმშიც აღწევს. ასევე, პლასტმასი გათბობის დროს ბისფენოლ A-ს და ფტალატს გამოჰყობს. ამ ნივთიერებებს კი შეუძლიათ, არაერთი პრობლემა შექმნან. მათ შორის, შეცვალონ ადამიანის ჰორმონალური დონე.ლაზერული პრინტერიდღეს პრინტერი არა მხოლოდ ოფისებში, არამედ სახლებშიც გვხვდება. ის საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია უსწრაფესად დავბეჭდოთ და გამოვიყენოთ. თუმცა, კვლევების თანახმად, პრონტერს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ ბეჭდვისას მოწყობილობა საბეჭდი ფხვნილის-ტონერის პაწაწინა ნაწილაკებს გამოჰყოფს. ის რამდენიმე წამში აღწევს ფილტვებში, იწვევს სუნთქვის გაძნელებას და შედეგად შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები განვითარდეს.გარდა ამისა, თუ პრინტერში ოზონის ფილტრი რეგულარულად არ იცვლება, ამან შეიძლება სისხლის დაჟანგვა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.წყარო: მშობლები

შსს

სამართალი 1713274464

შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 14 პირი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.„საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713273433

არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის, ასევე კანონი არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს - მდინარაძე

ქართულ კანონპროექტში არც ერთი აკრძალვა არ არის, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან ასევე არის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, საქართველოში ეს არ გავრცელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძის განცხადებით, არ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ ქვეყანა ევროპას დააშოროს.„გუშინდელმა დღემ ბევრი რამ გამოაჩინა, გამოაჩინა ისიც,  რომ ერთი მიზეზი იმისა, რომ კანონპროექტი, რომელიც შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არ შეიძლება რაიმე კრიტიკას დაექვემდებაროს, თუმცა სტიგმატიზება ამ კანონის უკვე ერთ წელზე მეტია, დაწყებულია. უნდა ვთქვათ მოსახლეობის და საზოგადოების გასაგონად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომლის ხერხიც არის ის, რომ ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ შემოსავალს წლის განმავლობაში 20 პროცენტზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება შემოსავლები და გაწეული ხარჯები დეტალურად. ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრია მედია და „ენჯეო“ ორგანიზაციებს. არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის. განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან ასევე არის ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, რომელიც იღებს უცხოეთიდან შესაბამის დაფინანსებას, რომ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. საქართველოში ეს არ გავრცელდება ამ კანონის მიღების შემდეგ და არც ერთ ფიზიკურ პირს კანონი არ შეეხება. დანარჩენი არის პრაქტიკულად ტექნიკური მუხლები, რომლებიც შეეხება მონიტორინგს, პროცედურებს,დარეგისტრირების წესს და ა.შ“, – განაცხადა მდინარაძემ.მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე და როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეა არ იყოს მისაღები საქართველოსთვის.„გამჭვირვალობის მიზანი არ არის ერთგვარი თვითმიზანი. როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში. ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა კანონის არ არის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ მათ დააზღვიონ გარდა იმ კარგი საქმეებისა, რასაც „ენჯეოს“ წარმომადგენლები ახორციელებენ ქვეყანაში, დააზღვიონ და სხვადასხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება, შეეხებოდეს, მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიურ ექსტრემიზმს, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში, თუ არსებულ რეალობაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. პირობითი პროცენტი, დავუშვათ 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად დანარჩენი 30%, 40% ან 25% პირობითად ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომელიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. ასეთი ბევრჯერ გვინახავს, მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, „ისფედის“ გაყალბებული პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ესენი ყველანი დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ. მაშინ როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას“, – განაცხადა მდინარაძემ.მდინარაძემ დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.ვთხოვ მხარდაჭერას ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან იშიფრება უკვე ის სპეკულაციური ნარატივი, რაც ამ კანონის, ქართული კანონის, გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის გარუსებას ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი თხოვნა მექნება მათთან, კანონის ერთი მუხლი ან პუნქტი დაასახელონ, რაც ვერ შეძლეს გუშინ მთელი სხდომის განმავლობაში. დღესაც იგივე წესს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოების მხრიდან მიჩნეული იქნება, რომ მათ არ სურთ, არ აქვთ არგუმენტები“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713273178

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6699 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8387 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8450 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.