ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სალომე ნიკო

ტაბლოიდი 1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1713260651

მივმართავ ოპონენტებს, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ, ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და ბოლომდე მივიყვანთ - მაკა ბოჭორიშვილი

მივმართავ კამპანია „არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებს, ყალბია ეს კამპანია, რადგან საფუძველი არ აქვს, მითი კანონის რუსულობის შესახებ ვერ დამტკიცდება, ასევე კიდევ უფრო მეტად ყალბია, რადგან მას რუსული საქმის კეთებაში გამოწვრთნილი ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.როგორც ბოჭორიშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებენ, მანამდე ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.„იმ ადამიანებსაც მინდა, მივმართო, ვისაც გულწრფელად ადარდებს საქართველოს ევროპული მომავალი და უკვე ორი კვირაა, არ წყდება მათი შანტაჟი, ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპული მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუს. ეს არის რუსული საქმე, და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა. ვინმეს არ გეგონოთ მე ვაბრალებ რამეს, თავად აღიარეს. დღემდე წუხან, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან ამის უფლება არ მივეცით. არ დავიზარეთ მათი მავნებლობების გაქარწყლება, არ დავიზარეთ სიმართლისთვის ბრძოლა. ნუ დაუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის – ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს ის ხალხია, რომლებმაც იკადრეს და საქართველო მაჩანჩალის კატეგორიაში განათავსეს მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში. ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია, იცოდეს, რაში იხარჯება პარტნიორების ფული საქართველოში.„უმადურობა, რომ არ გვჩევია ეს საიდუმლო არ არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროსაც დაადასტურა. ამ ქვეყნის და საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის არის იმის ცოდნა საჭირო, რაში იხარჯება თუნდაც ჩვენი პარტნიორების ფული საქართველოში და როგორ ხმარდება ის საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ გზას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს ბევრს საუბრობენ დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე და ამ მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ჩართული პირების თუ ორგანიზაციების გამჭვირვალობის საჭიროებაზე. ინფორმაციის ქონა, მოქალაქეთა ლეგიტიმურ უფლებადაა მიჩნეული. რატომ უკრძალავთ იგივეს საქართველოს მოქალაქეებს? ჩვენს რეალობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, თუ გამფუჭებელი ორგანიზაციები, რატომ უნდა უმალავდნენ საქმიანობის მიზნებსა და დაფინანსების წყაროს საზოგადოებას? და ბოლოს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დროულად დაჯდომა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია ახლა. ამის ერთ-ერთი წინაპირობა, ცხრა ნაბიჯში განისაზღვრა და არჩევნების კარგად ჩატარებას გულისხმობს. თქვენ რომ არჩევნები არ გაინტერესებთ, ეს არა ერთხელ გამოჩნდა და ბოლო რეიტინგების შემხედვარეს კარგად მესმის, რომ ყველა იმედი გადაგეწურათ და ისევ და ისევ რევოლუციური სცენარების იმედად ხართ დარჩენილები. როგორც არ უნდა გვაბულინგოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენს ევროპულ ოცნებას, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ. ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას.„არ შემიძლია, გუშინდელი დღის ანტიგმირს არ მივმართო. ალეკო ელისაშვილო, უთხარი საზოგადოებას, რა დაჯდა შენი ჭკუით პროევროპული ქცევა გუშინ საქართველოს პარლამენტში? „სიენენზე“ კი არა, კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ეკა ხერხეულიძე

პოლიტიკა 1713260557

„მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი - ხერხეულიძე

კანონი სახელწოდებით – „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი“ ადამიანების გამჭვირვალობა, არ არის ახალი მოგონილი ტერმინი, თუ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვინმე გვყავს საამაყო, ყველა ამ მუხლით გახლავთ გასამართლებული და დახვრეტილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.ხერხეულიძის თქმით, არც ერთი დიდი სახელი საქართველოს ისტორიაში არ დარჩენილა, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთისთვის.„ასეთი ადამიანები იყვნენ სწორედ ამ იარლიყით გაშავებულები იმ პერიოდში, როდესაც მათთვის განაჩენი გამოჰქონდათ. მინდა, გკითხოთ, ფსევდონიმი „ოტელო“, ხომ არ გახსენდებათ ვისი ფსევდონიმი გახლდათ?! ეს გახლდათ სანდრო ახმეტელის ფსევდონიმი. დღეს, ადამიანები, ვისაც თქვენ აბულინგებთ, რომლებიც თეატრის სცენებიდან მიმართავენ ქართულ საზოგადოებას ქართული ინტერესების დაცვისთვის, დღეს ეს ხალხი გახლავთ სანდრო ახმეტელის მემკვიდრეები. დღეს ეს ადამიანები, ნებისმიერი მუსიკოსი, რომელიც გამოდის და საქართველოს იცავს რუსული ინტერესებისგან, გახლავთ დახვრეტილი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყით გაშავებული ევგენი მიქელაძის მემკვიდრეები. დღეს, ნებისმიერი ექიმი, რომელიც დგას მოედანზე და რომელიც იცავს საქართველოს ინტერესს, გახლავთ გოგი ელიავას მემკვიდრე. ნებისმიერი ინჟინერი, რომელიც იცავს დღეს საქართველოს მემკვიდრეობას, გახლავთ სწორედ ჯიქიას მემკვიდრე. ნებისმიერი სამღვდელო პირი, რომელიც დღეს იცავს საქართველოს რუსული გავლენისგან, გახლავთ პავლე დაშნიანის მემკვიდრე, კირიონ საძაგლიშვილის მემკვიდრე, ამბროსი ხელაიას მემკვიდრე. ბიოლოგიური ნათესაობა და მემკვიდრეობა არაფერს არ ნიშნავს, არსებობს ასევე იდეური მემკვიდრეობაც, რომელიც გვაიძულებს, გავერთიანდეთ ყველა და ვიდგეთ რუსთაველზე ქართული ინტერესების დასაცავად.ნებისმიერი პოეტი, ნებისმიერი მწერალი დღეს გახლავთ ინტერესის გამტარი უცხო ქვეყნის კი არა, პირდაპირი მემკვიდრე მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილის, მიხა ხელაშვილის. ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც დღეს იცავს ქართულ ინტერესს და ევროპულ ინტერესს, გახლავთ შალვა ერისთავის მემკვიდრე. ადამიანის, რომელიც დახვრიტეს საქართველოს ინტერესის დაცვისთვის რუსეთთან წინააღმდეგობის დროს. ნებისმიერი იუნკერი, რომელიც უკვე ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენეს და დღეს მათი მემკვიდრეები დგანან, ჯარისკაცები და საქართველოს იცავენ, სწორედ მათ ხსოვნას იცავენ. გენერლები, ბატონებო, მაზმიაშვილი, ჩოლოყაშვილი, კვინიტაძე, მათი მემკვიდრეა ყველა ჯარისკაცი და ყველა ის პოლიციელი, რომელიც დღეს დაიცავს ქართულ ინტერესს და ხელს არ აღმართავს ევროპული მომავლის დამცველების წინააღმდეგ. ამიტომ, ნებისმიერი თქვენი მავნე გამოვლინება, რომელიც იძულებულს ხდის ქართულ საზოგადოებას შეიკრიბოს რუსთაველზე, აქვს ერთადერთი სიკეთე. თქვენ თავიდან გვანახებთ ლამაზ საქართველოს. საქართველოს, რომელიც გვაიძულებს გავიხსენოთ დიდი ქართველის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები, რომელიც აი ამ ტრიბუნიდან ითქვა – განთიადია, გრძნობს ეს გული. გრძნობს ეს ტვინი. განთიადია, ადამიანო, განთიადია. გაიგეთ. მშფოთვარე აპრილის დროს, რუსეთი მარცხდებოდა აი ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი. ახლაც, ნებისმიერი აპრილის მსგავსად, რუსეთი დამარცხდება სწორედ ამ მოედანზე. არ გქონდეთ იმედი, რომ საქართველო ოდესმე გახდება რუსეთის მოკავშირე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვა 1713260368

მინისტრი ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა.მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა და ინიციატივებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ.ანდრეა ამონი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის  ცენტრის დირექტორის ვიზიტი წარმოადგენს ახალი კანდიდატი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების გზაზე, ქვეყნების საჭიროებების განსაზღვრასა და მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას.

zura jafaridze

პოლიტიკა 1713260115

ზურაბ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მილიონ ამომრჩეველს იდიოტი და გამოთაყვანებული უწოდა

კალაძის ასეთი ტიპის განცხადებები არ არის პირველი და არც უკანასკნელი, ეს არის გათვლილი ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოთაყვანებულ ნაწილზე, რომლებიც ეგეთ რაღაცებს ჭამენ, - ასე შეაფასა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომლის თქმითაც, „იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა“.ჯაფარიძემ „ ქართული ოცნების“ ამომრჩევლები შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია და მათ იდიოტები უწოდა.„საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო და დაპყრობილი ვყავდით 70 წელი, გაანადგურა ამ ქვეყნის საუკეთესო ელიტა ყველა სფეროში და ყველა მიმართულებაში. ევროკავშირი არის თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ თვითონ მივისწრაფვით, თვითონ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ. ამიტომ, არავინ არაფერს თავზე არ გვახვევს. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის ასეთი კლუბი, სადაც ამ წესებით ცხოვრობენ, სადაც ადამიანების უფლებები დაცულია, სადაც სასამართლო სასამართლოა, სადაც არჩევნები ტარდება, სადაც კორუფციას ესე ვებრძვით, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არ არსებობს. თუ გინდათ, რომ ჩვენი კლუბის წევრი იყოთ, ეს პრობლემები უნდა მოაგვაროთ, ოლიგარქიული მმართველობა დაასრულოთ, სასამართლო უნდა დაემსგავსოს სასამართლოს, არჩევნები უნდა დაემსგავსოს არჩევნებს და კორუფციას უნდა ებრძოლოთ. ამას გვეუბნებიან და ეს არაფრის თავზე მოხვევა არ არის და არავის სუვერენიტეტის შელახვა არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იმ კლუბის წევრი და ის კლუბი გვეუბნება მაშინ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეთ, მეტი არაფერი. ჩვენი სურვილი არის, ამ ქვეყნის მოქალაქეების სურვილია, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ისევე, როგორც ცხოვრობენ დასავლეთში განვითარებულ ქვეყნებში და თავისუფალ სამყაროში. ამიტომ გვჭირდება ამ რეფორმის გატარება, რომელსაც ისინი გვეუბნებიან. იმათ კი არ სჭირდებათ, ჩვენ გვჭირდება, არანაირი ჩარევა ეს არ არის. მართლა „ოცნების“ იდიოტი ამომრჩეველი უნდა იყო, რომ ეგ ჭამო, რასაც მაგათ კალაძე ეუბნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.