უკრაინული Voice-ის ქართველი კონკურსანტი - „გავგიჟდი, აზრზე ვერ მოვედი სიხარულისგან“

17:32 05-27-2019
2670

ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული საბავშვო „ვოისში“ ნამდვილი ფურორი მოახდინა და ჟიური ატირა. 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი წარმოშობით გორიდან არის, ამჟამად  რუისში ცხოვრობს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ ალქესანდრე ზაზარაშვილმა განუცხადა ის სამი წლიდან მღერის. 

„მომწონს უკრაინის პროექტი  ,,ბავშვთა ხმა“. მეჩვენება, რომ ის ყველაზე ემოციურია.  გასულ სეზონებს ვუყურე.დავინახე, რომ სხვა ქვეყნების მონაწილეები ძალიან ბედნიერები იყვნენ და მეც გადავწყვიტე, ჩემი ნიჭის განვითარება. როდესაც გავიგე ღილაკზე ხელის დარტყმის ხმა, გავგიჟდი, აზრზე ვერ მოვედი სიხარულისგან.  ძალიან გაოცებულები იყვნენ ჩემი ნამღერით. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ეს იქნება ახლო მომავალში და დიდი მოლოდინები მაქვს“, - ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

23 ივნისს  რინგის ეტაპი გაიმართება.