სამყაროს აღსასრულამდე 2 კვირა რჩება - რას ამბობს ცნობილი მქადაგებელი (ვიდეო)

17:00 05-27-2019
8210

 „9 ივნისს სამყაროს აღსასრული დადგება, იესო ქრისტე დაბრუნდება და დედამიწაზე 1000 წელი იმეფებს“ - ამ წინასწარმეტყველებას ამერიკელი მქადაგებელი, რონალდ ვეინლენდი ავრცელებს.

პასტორი რონალდ ვეინლენდი ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომ სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი ყველა ნიშანი სახეზეა, კერძოდ: გვალვა ავსტრალიაში და კალიფორნიაში, ტყის რეკორდული ხანძრები შტატებსა და კანადაში, გვალვა და შიმშილი აფრიკაში და დამშრალი ევფრატის მდინარე.

ბიბლიური წინასწარმეტყველებების სპეციალისტი ასევე აცხადებს, რომ სამყაროს აღსასრულამდე აუცილებლად დაიწყება ბირთვული ომი:

„მსოფლიო ძალიან ახლოსაა უკანასკნელი მსოფლიო ომის დაწყებასთან - დედამიწაზე ბირთვული ომი იქნება. სწორედ ბირთვული ომია ქრისტეს დაბრუნების მაპროვოცირებელი. იგი ჩაერევა კაცობრიობის საქმეებში, რათა შეაჩეროს ომი,“- ამბობს პასტორი რონალდ ვეინლენდი.

თუმცა ამერიკელი მქადაგებელი იმასაც აღიარებს, რომ აპოკალიფსის თარიღი უკვე რამდენჯერმე შეეშალა და განმარტავს, რომ თუ ეს ყველაფერი მიმდინარე წლის 9 ივნისს არ მოხდება, მაშინ სამყაროს აღსასრულს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ.