ქალმა ქმრის მოსაკლავად 7000$ გადაიხადა, თუმცა გამოძიების მახეში გაება (ვიდეო)

19:12 05-24-2019
2063

„არ მჯერა. ჯერ ისევ შოკში ვარ. ვცდილობ გავიაზრო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამომდის,“- აცხადებს მამაკაცი, რომლის მოკვლაც მისმა ცოლმა პროფესიონალ მკვლელს დაუკვეთა.

მამაკაცი, რომელიც ცოლის სამიზნე აღმოჩნდა, ნიუ-იორკელი ესაია კარვალოა. მან თავისი ემოციების შესახებ ტელეკომპანია ABC-ის დილის გადაცემაში ისაუბრა.

ცოლ-ქმარს ურთიერთობა გაუფუჭდა და ქალმა საყვარელიც გაიჩინა. ესაიას მეუღლე, პოლიციის ოფიცერი ვალერი ცინცინელია, რომელმაც თავის საყვარელს 7000$ მისცა, რომ მკვლელი დაექირავებინა. ცოლის სასიყვარულო პარტნიორმა ეს პოლიციას შეატყობინა.

ვალერის საყვარელმა FBI-სთან თანამშრომლობა დაიწყო. გამოძიებამ ქალის ცხელ კვალზე დაკავება გადაწყვიტა. რამდენიმე თვის განმავლობაში, სასიყვარულო პარტნიორი ვალერისთან პოლიციის მიერ დამაგრებული ფარული მიკროფონით განაგრძობდა ურთიერთობას და მკვლელობის დაგეგმვაში ეხმარებოდა. საგამოძიებო ბიურომ ამ სქემისა და ცოლის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ქმარსაც შეატყობინა. ვალერი ცინცინელს მახე დაუგეს. ქმრის მოკვლის გეგმა თითქმის ბოლომდე მიაყვანინეს, მეუღლის სიკვდილის ინსცენირებაც მოაწყვეს და მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს. მკვლელი, რომელიც ცოლმა დაიქირავა, სინამდვილეში FBI-ს აგენტი იყო.

ვალერი ცინცინელი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას, როგორც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერს, უფლებამოსილებაც შეუჩერეს.

ავტორი: მარიამ გიგანი