რა აკავშირებს ლუდს რელიგიასთან?

19:04 05-23-2019
52

გრიმბერგის სააბატოს ბერები, ლუდის წარმოებას მე-12 საუკუნის ტექნოლოგიით აპირებენ.

1795 წელს სააბატო ფრანგების თავდასხმის შედეგად განადურდა, რა დროსაც ლუდის დამზადების უძველესი ტექნოლოგიაც გაქრა.

ბელგიის ქალაქ ბრიუსელის ჩრდილოეთით მდებარე სააბატოში, მე-12 საუკუნის რეცეპტს, სააბატოს ბერებმა არქივში მიაკვლიეს და მისი გამოყენებით, ლუდის დამზადება გადაწყვიტეს.

სააბატოს ბერებმა, მათივე ტერიტორიაზე ლუდსახარშის მშენებლობის უფლება ორშაბათს მიიღეს. ისინი იმედოვნებენ, რომ პირველ პარტიას 2020 წლისთვის დაამზადებენ.

ერთ-ერთი ბერის თქმით, ლუდის წარმოება და რელიგიური ცხოვრება ყოველთვის გაერთიანებული იყო.

width=600

დანიური ლუდსახარში კომპანია კარლსბერგის ექსპერტი, ლუდის ხარშვის პროცესს, პროექტის განმავლობაში დააკვირდება. ექსპერტის თქმით, თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობის ლუდის დამზადება იგეგმება, რომელსაც სავარაუდოდ, გრიმბერგი ერქმევა.

პროექტის იდეის ავტორების თქმით, ლუდში გამოყენებული სვია სააბატოს ტერიტორიაზე იქნება მოყვანილი.

1128 წლიდან მოყოლებული, სააბატო სამჯერ დაიწვა, ამის გამო, მის გერბად ბერები ფენიქსის გამოყენებას აპირებენ.