ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა 1713525692

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ.მხარეებმა მიმოიხილეს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.ხაზი გაესვა თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კაპიტალის ბაზრების განვითარების, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის, ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით.ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს გააცნო ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი.შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. 

ursula fon der laini

მსოფლიო 1713525571

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ისრაელსა და ირანს, მოვლენების შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ისრაელსა და ირანს, მოვლენების შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.„აუცილებელია, რომ რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.დღეს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა, თეირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარის გამო ისრაელს არ უპასუხებენ.

ხავიერ კოლომინა

პოლიტიკა 1713525120

NATO შეშფოთებულია პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, ეს ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.ხავიერ კოლომინას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

პოლიტიკა 1713524487

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს.შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ.

გვენეტაძე

პოლიტიკა 1713523874

ქართული სახელმწიფოს და ქართველების დასახოც-გასანადგურებელ ტყვიებს ამზადებენ, გაღმა-გამოღმელთა ნიშნის მიცემისთანავე ქართველებისვე წინააღმდეგ ასამოქმედებლად - ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე

ვინმეს წარმოუდგენია რა ძალას უპირისპირდება ეს ხელისგულისოდენა პატარა საქართველო საკუთარი თავის ყუდნებისათვის ბრძოლაში! ვინმეს გაუსიგრძეგანებია თუ რა ძალაა მომართული ჩვენს წინააღმდეგ?...  - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ყველა რესურსს გამოიყენებენ, ბოლო ტყვიას გაისვრიან, რომ როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი არ მიიღოს“.გვენეტაძის თქმით, ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ყველაფერ სისაძაგლეს კადრულობენ და ყოველივე საშინელებაზე მიდიან, რათა სანაცვლოდ ქვეყნის გამყიდველებმა დოლარ-ევროები, უცხოეთში ვილები და საკუთარი მომავალი თაობისათვის უზრუნველი ცხოვრება მიიღონ.„იდგა მოახლოებული 1121 წლის 12 აგვისტოს ანუ დიდგორის წინა უმძიმესი წლები!დამპყრობლები ძირითად დასაყრდენს მოღალატეებში ეძიებდნენ და უხვად ჰპოვებდნენ!ასეთნი უპირველესად იყვნენ:ძაან აბულაძის ძე, ლიპარიტ კლდეკარის ერისთავი კაცი მხნე, მაგრამ თავგასული და დავითის საშინელი მოწინააღმდეგე!სხვა თურ-სელჩუკთა ჯიბეზე შემყურე ათასგვარი ჯურის მოღალატენი, მაგრამ მირონცხებულმა მეფემ და ქართველმა ერმა ღვთის ძალით ყველა მათგანს სათანადო ადგილი მიუჩინა და იწყო "ცისკარმან აღმობრწყინებად... და მივიღეთ ის, რომ დღემდე "დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს" !იმ დღეებიდან გასრულდა 900 წელზე მეტი და ისევ გვიდგას უეჭველად მოსაგები დიდგორი!ვინმეს წარმოუდგენია რა ძალას უპირისპირდება ეს ხელისგულისოდენა პატარა საქართველო საკუთარი თავის ყუდნებისათვის ბრძოლაში!ვინმეს გაუსიგრძიანებია თუ რა ძალაა მომართული ჩვენს წინააღმდეგ?...მოკლედ გეტყვით მსოფლიოს უძლიერესი ბანკები, უძლიერესი სამრეწველო საწარმოები, უძლიერესი აგრარული მამები, ტექნოლოგიები....ანუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი!რომელთაც საყრდენებად ამოურჩევიათ მოღალატე ფულის მომლოდინე ეშმაკს აყოლილნი ეშმაკეულნი: ლომჯარიები, ხაბეები, გვარამიები, მელიები, ხაზარაძეები, ხატიები...რომლებიც ყველაფერ სისაძაგლეს კადრულობენ, ყოველივე საშინელებაზე მიდიან!ქართული სახელმწიფოს და ქართველების დასახოც-გასანადგურებელ ტყვიებს ამზადებენ, საგულდაგულოდ ფერავენ, ინახავენ!გაღმა-გამოღმელთა ნიშანის მიცემისთანავე ქართველებისავე წინააღმდეგ ასამოქმედებლად!ანუ როგორც ეს კაცი სამართლიანად ამბობს ბოლო ტყვიას გამოიყენებენ. ოღონდაც მმართველმა პარტიამ ეს კანონი, არ მიიღოს!და საქართველოს თავისი თავი არ ეყუდნოდეს!თავად კი ამის სანაცვლოდ ქვეყნის გამყიდველებმა დოლარ-ევროები, უცხოეთში ვილები და საკუთარი მომავალი თაობისათვის უზრუნველი ცხოვრება მიიღონ!მიუხედავად ასეთი უმძიმესი მდგომარეობისა იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც 903 წლის წინ იბრძოლეს ჩვენმა დიდმა წინაპრებს დიდგორთან!და მოიყვანეს საქართველო დღემდე!ბუნებრივია ისმის კითხვა რა იმედით?აი იმით, რაც მეფემან დავითმან უთხრა ნიჩბისთან ქართველ მეომრებს: "ეჰა მეომარნო ქისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!"ანუ იმ იმედით, რომ ჩვენს ზემოთ ღმერთია, ხოლო დაბლა სამშობლო საქართველო და მომავალი თაობა!“  - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.