ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა გაიმართება

08:32 05-23-2019
88

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ  კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

„ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. ამას წინ უძღოდა ჩვენი მინისტრის მოადგილის წინასწარი სამუშაო ვიზიტი, სადაც შეთანხმდნენ სხდომის დეტალებზე. ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, როგორ წარიმართება, რა შედეგებით დასრულდება. მინდა, გითხრათ, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ აღნიშნული ჩატარდეს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

აღდგომის დღსასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია  არქიმანდრიტმა კირიონმა გაავრცელა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.