მწერალი ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა

23:38 05-22-2019
64

მწერალი ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. მან პრიზი   რომანისთვის- “ამ რომანში ყველა კვდება” მიიღო . ქართველ მწერალს  ჯილდოდ 5 000 ევროს გადასცემენ.

 “იუმორის გრძნობა და მსოფლიო ლიტარატურის სიღრმისეული ცოდნა, მარკეტინგულ და სარეკლამო უნარებთან ერთად, ბექა ადამაშვილის პროზას უაღრესად სახალისოს ხდის. ის ძალიან ხშირად იყენებს ალუზიებს კლასიკური ლიტერატურიდან და ხანდახან პერსონაჟებიც კი გადმოაქვს თავის ნაწარმოებებში.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბექა ადამაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. გარდა ნაწარმოებების შექმნისა, ის კრეატიულ დირექტორად მუშაობს ლივინგსტონში  ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკლამო კომპანიაში, რომელიც ევროპაში დაფასებული ბრენდია”, – წერს ბექა ადამაშვილსი შესახებ ევროპის ლიტერატურული პრიზის ვებგვერდი.

ბექა ადამაშვილმა  2014 წელს გამოსცა პირველი რომანი-“ბესტსელერი”.