2020 წლიდან Prada ნატურალურ ბეწვზე უარს იტყვის

23:12 05-22-2019
30

სამოდელო სახლი Prada მომავალი წლიდან, ცხოველების ნატურალურ ბეწვს მოხმარებიდან მთლიანად ამოიღებს.

Fur Free Alliance -ის ხელმძღვანელ ჯონ ვინდინგის განცხადებით, Prada  შეუერთდა იმ კომპანიათა რიცხვს, რომლებიც უარს ამბობენ ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე. 

Fur Free Alliance -ში 50 მეტი ორგანიზაცია შედის, რომლებიც ცხოველთა უფლებების დასაცავად იბრძვიან.

სამოდელო სახლის შემქმნელის განცხადებით, ახალი მასალების გამოყენება კომპანიას შემოქმედებითი არეალის გაფართოების საშუალებას მისცემს.

ახალი მასალების გამოყენების აქცენტი საშუალებას მისცემს კომპანიას გააფართოვოს შემოქმედებითი დიზაინის ფარგლები და ამავე დროს, დააკმაყოფილოს მოთხოვნა ეთიკურად უზადო პროდუქტებზე, - განაცხადა მიუკის პრადამ.

მართალია Prada ახალი მოდელების შექმნისას ნატურალურ ბეწვს არ გამოიყენებენ, მაგრამ ის კოლექციები, რომლებიც ბეწვის გამოყენებით შეიქმნა გაყიდვაში დარჩება.