შალვა შავგულიძე მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

22:57 05-22-2019
2

მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია. ასეთი პოზიცია გამოხატა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, ჩვენი გუნდის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ა.შ.თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა“, – აცხადებს შალვა შავგულიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

შალვა შავგულიძეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს. სააკაშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.