ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ბრალს დღეს წარუდგენენ

22:02 05-22-2019
365

აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან  დედას ბრალს ცოტა ხანში წარუდგენენ.

17 წლის დედა გორის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში  სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბრალდებულის ადვოკატის ქეთევან გაგოევის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. რაც შეება მის ფსიქიკურ მდგომარეობას,  ექსპერტიზა ბრალდებულს დედაქალაქში ჩაუტარდება.

შეგახსენებთ რომ 7 თვის ბიჭი მამამ გარდაცვლილი 21 მაისს დილით ეტლში იპოვა. მოგვიანებით ჩვილის დედამ მისი მკვლელობა აღიარა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: მახო მიქელაძე