ყველაზე დიდი თოვლი ბოლო 44 წლის განმავლობაში

18:52 05-22-2019
1036

კოლორადოს შტატის დედაქალაქი თოვლით დაიფარა.

დენვერისთვის მაისში თოვლის მოსვლა იშვიათობა არა არის, მაგრამ ასეთი რაოდენობის ნალექი ქალაქში უკვე 44 წელია არ ახსოვთ. უამინდობის გამო დენვერის აეროპორტში ათეულობით რეისი გადაიდო.

სავარაუდოდ უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.