ზუგდიდის ახლად არჩეული მერი კახათში ქეთევან სორდიას სახლში ესტუმრა

17:44 05-22-2019
1394

ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გეგა შენგელია დღეს ქეთევან სორდიას სახლში, სოფელ კახათში ესტუმრა.

სტუმარმა და მასპინძელმა 19 მაისს, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს. სორდიამ გაიხსენა რუსთავი-2-ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან მომხდარი დაპირისპირება.

ზუგდიდის ახლად არჩეულმა მერმა, ქეთევან სორდიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.width=960

„ვართ მოსული საქმის გასაკეთებლად და უკეთესი ზუგდიდის შესაქმნელად და ვითომ რომ აკეთებდნენ პოპულისტურ განცხადებებს და აქედან იწყებდნენ გამარჯვებას, ეს იყო ყველაფერი ბლეფი, ან რატომ დაყვებოდა ამდენი დაცვა გვარამიას, ასეთი იაფფასიანი მოქმედებებით, ხალხს ვერ მოატყუებ“, - ასე მიმართა გეგა შენგელიამ ქეთევან სორდიას.width=960

ქეთევან სორდიამ ნიკა გვარამია 19 მაისს, არჩევნების დღეს, ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გვარამიამ გამოართვა პარკი და რაც შიგნით ედო, ძირს დააყრევინა.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ ქალს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

ქეთევან სორდია სოციალურად დაუცველია და 20 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

მერის მოვალეობის შესრულებას გეგა შენგელია მას შემდეგ შეუდგება, რაც ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს ოფიციალურად გამოაქვეყნებს. ამისთვის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 30 მაისამდე აქვს.

ავტორი: თეა შონია