უილ სმიტი „ალადინის“ პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე ოჯახთან ერთად პოზირებს

16:28 05-22-2019

ლოს-ანჯელესში რეჟისორ გაი რიჩის, წლის ყველაზე პოპულარული ფილმის - „ალადინი“ პრემიერა გაიმართა.

width=600

უილ სმიტი, რომელიც ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია, წითელ ხალიჩაზე შვილებთან და ცოლთან ერთად პოზირებდა.

width=600

მამის მხარდასაჭერად, პრემიერას ესწრებოდნენ ჯეიდენი, უილოუ და ტრეი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

width=600

სმიტის ინფორმაციით, თავდაპირველად მან პროექტი დატოვა, მაგრამ რეჟისორთან გშეხვედრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ჯინის საკუთარი ვერსიია შეიქმნას.

width=600

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაი რიჩიმ ნება დართო მისთვის საუნდტრეკი გადაეღო. იმდენად კმაყოფილი დარჩა შედეგით, რომ დათანხმდა სერიალში მონაწილეობაზე. 

width=600

ქმარის მხარდასაჭერად პრემიერაზე მისული ჯადა პინკეტ-სმიტი, ლურჯ ტოპში და განიერ შარვალში პოზირებდა, როგორც ცნობილი ზღაპრის - ჯადოსნური ლამპარის გმირი.  

width=600

შეგახსენებთ, რომ „ალადინი“ ქალაქელი ღარიბი ბიჭია, რომლსაც ჰყავს მეგობარი მაიმუნი სახელად - აბუ, რომელიც შეყვარებულია ულამაზეს პრინცესა ჟასმინზე. ალადინის მეშვეობით შეძლებს, ბოროტი ჯაფარი ჯადოსნური ლამპარის მოპოვებას, რომელშიც სასწაულმოქმედი ჯინია გამომწყვდეული. მხოლოდ, ალადინი და მისი მეგობრები შეძლებენ, რომ ჯაფარს ხელი შეუშალონ ძალაუფლების მოპოვებაში. 

ფილმი, 24 მაისიდან გამოვა ეკრანებზე.

ავტორი: რუსა ღვანიძე