ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნოე

ტაბლოიდი 1713950820

ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

ტელესახე ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარეს - მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ჯანეტი.

ბეჰემოთი

ტაბლოიდი 1713950803

ზოოპარკში, ბეჰემოთი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, მდედრი აღმოჩნდა (იაპონია)

იაპონიის ზოოპარკში, ბეჰემოთი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, მდედრი აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.12 წლის ბეჰემოთს, სახელად გენ-ჩანს დნმ-ის ტესტის მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მომვლელებმა შენიშნეს, რომ მას მამრისთვის დამახასიათებელი ქცევები არ ჰქონდა.BBC-ის ინფორმაციით, გენ-ჩანი იაპონიაში 2017 წელს მექსიკის ზოოპარკიდან ჩაიყვანეს, დოკუმენტების მიხედვით ის მამრი იყო.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713950800

საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპელმა წარმომადგენელმა ევროდირექტივას პრორუსული ინიციატივა უწოდა - რაც არ მოსწონთ ყველაფერ პრორუსულს ეძახიან - მამუკა მდინარაძე

რაც არ მოგწონთ, ყველას და ყველაფერს პრორუსს ეძახით და ამასობაში ქართულ საქმეს არქმევთ რუსულს, ეს არის მთავარი პრობლემა. დღემდე ერთი არგუმენტი არ გაქვთ, რატომ შეიძლება ცუდი იყოს გამჭვირვალობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მედიასთან განაცხადა.„იცით რომ, საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპელმა წარმომადგენელმა, ევროდირექტივას, რომელიც ევროპარლამენტში დაინიცირდა უცხოური ძალის წარმომადგენლეობასთან დაკავშირებით პრორუსული ინიციატივა უწოდა?! რაც არ მოსწონთ ყველაფერ ეძახიან პრორუსულს. ანუ, პრორუსული საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა, ქართულ კანონს კი არა, ევროდირექტივას უწოდა პრორუსული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სალტა

მსოფლიო 1713950717

LIVE: სკანდალური სასამართლო პროცესი გრძელდება - ჩვენებას აძლევს ნათელმხილველი, იკითხება ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს ელაპარაკა

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.დღეს, 24 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.  იკითხება ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა. ნათელმხილველი ამტკიცებს, რომ მან ბრალდებულს არაერთხელ უთხრა , რომ სასწრაფოში დაერეკა. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ევროპარლამენტი

პოლიტიკა 1713950467

ევროპარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ოფისს გახსნის, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს

ევროპარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ოფისს გახსნის, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს.როგორც მედია წერს, ოფისის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ დღეს გამოაცხადებენ.ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოების 20 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება, რომელშიც იმ ათი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდნენ.ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ახალი ოფისი ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების მხარდაჭერას, ინტეგრაციას.აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში აქვს ოფისი. ასევე, ევროპარლამენტის ოფისი მოქმედებს ნიუ იორკში, ადის-აბებაში და ჯაკარტაში.გასულ ნოემბერს კიევის მოთხოვნით გადაწყდა, რომ ევროპარლამენტი წარმომადგენლობას გახსნის კიევში.