სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი მშობლებს ტაქსიში დარჩათ

19:21 05-21-2019
1335

მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ. ინციდენტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოხდა.

როდესაც სამშობიაროდან დაბრუნებული მშობლები ტაქსით სახლთან მივიდნენ, მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მანქანის გაჩერება სცადეს თუმცა, ვერ მოასწრეს.

ტაქსის მძღოლმა მძინარე ჩვილი ვერ შეამჩნია და შეკვეთების მიღება განაგრძო. ჩვილი მგზავრებმა აღმოაჩინეს.

მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, ჩვილი ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებს დაუბრუნეს.