შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

17:15 05-21-2019
108

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

საერთაშორისო ტურნირი მიმდინარე წლის 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოლეგები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა იასპარეზეს: კობა კობახიძემ (საპატრულო პოლიციი დეპარტამენტი), რამაზ გაბაიძემ (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი), თეიმურაზ გოგოლაძემ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი), დავითი ჯოიძემ (ობიექტების დაცვის დეპარტამენტი) და შალვა ბებიაშვილმა (სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი).

ხუთივე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველი ადგილები და 6 ოქროს მედლი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.