მოზარდი კომადან იმ დროს გამოვიდა, როდესაც მისი ორგანოების ამოღებას აპირებდნენ

19:16 05-15-2019
45158

გასული წლის 20 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვერონაში უბედური შემთხვევა მოხდა: 17 წლის ლორენცო, რომელიც სკოლაში საკუთარი სკუტერით მიდიოდა, მოულოდნელად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჩაფხუტი ეფარა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო. მოზარდი, ღრმა კომაში ჩავარდა. ექიმებმა ლორენცოს თავის ტვინის და სასუნთქი გზების ორგანული დაზიანება დაუდგინეს. 

width=600

რამდენიმე დღის წინ, 5-თვიანი „ღრმა კომის“ შემდეგ, ექიმებმა მშობლების ნებრთვით, მისი აპარატიდან გათიშვა გადაწყვიტეს, რადგან მათ ყველანაირი იმედი ამოეწურათ.

მშობლებმა ექიმებს, ტრანსპლანტაციისთვის საკუთარი შვილის სიცოცხლისუნარიანი ორგანოების ამოღების ნებართვა მისცეს.

width=600

სასწაული სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ექიმები მოზარდს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 17 წლის მოზარდმა, მოულოდნელად თვალი გაახილა და საუბარი დაიწყო.

width=600  

მომხდარს, სამეცნიერო და კლინიკური ახსნა არ გააჩნია - როცა ლორენცოს  ორგანოები უნდა ამოეღოთ, ბიჭმა მოულოდნელად გამოიღვიძა, თვალები გაახილა, ხელები და ფეხები აამოძრავა და ლაპარაკიც დაიწყო.

width=600

იტალიის ქალაქ ვერონას გაზეთები იუწყებიან, რომ ლორენცო 5-თვიანი კომის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე