იღბლიანი ბავშვი - სპაიდერმენის დაუჯერებელი ამბის ქრონოლოგია (ფოტო და ვიდეო ამბავი)

18:23 05-15-2019
4031

რამდენიმე დღის წინ სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი 4 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან გადახტა, ის ამჟამად რეაბილიტაციას სახლში გადის. 

პრაიმტაიმი ამ ამბის შესახებ, 2 დღის წინ ექსკლუზიურად წერდა.

„პრაიმტაიმი“ სპაიდერმენი - ბავშვის ისტორიას ფოტო და ვიდეო ამბად მოგიყვებათ.

width=553

გლდანის მე-7 მიკრორაიონი, მე-11 კორპუსი, მე-8 სართული. სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვმა გააღო ჩაკეტილი აივნის კარი და სწორედ ამ აივნიდან გადმოხტა. დაახლოებით 27 მეტრის სიმაღლიდან ვარდნით მოზარდი ჯერ ქვედა სართულებზე დამაგრებულ სარეცხის თოკებს დაეცა, რამაც ვარდნის სიმძლავრე შეამცირა. 

width=554

სარეცხის თოკიდან ბავშვი ეზოში მდგარ რკინის ტალავერს დაეცა. დაცემის ადგილი ახლაც ადვილი შესამჩნევია, ტალავერი ერთ ადგილას ჩაზნექილია.

width=552

დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის ტალავერიდან ბავშვი მიწაზე ამ ადგილას დაეცა.

width=550

ადგილზე მოსულ სასწრაფოს, ბავშმა საკუთარი ვინაობა თავად აცნობა.

პატარა „სპაიდერმენი“ სასწაულებრივად გადარჩა.

ავტორი:თორნიკე ყაჯრიშვილი