ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ბო

საზოგადოება 1713219955

VIDEO: “კბილის ძაფი სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება” - ნახეთ, 9 მარტივი ჩვევა

"დილა მშვიდობისა საქართველო" 9 მარტივ ჩვევას გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება: ნახეთ, დეტალურად ვიდეო: 

ტაფა

რჩევები 1713219865

როგორ შევწვათ საკვები ისე, რომ ტაფა მალე არ გაფუჭდეს

ჩვენ გაგიზიარებთ ნებისმიერი პროდუქტის შეწვის აიდუმლოს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი საყვარელი ტაფა მალე არ გაფუჭდეს და ახალივით იყოს. ტაფა, რომელიც არ იწვავს, გვაძლევს საშუალებას წებოვნებისკენ მიდრეკილი საკვები მოვამზადოთ, როგორიცაა ომლეტი, ზღვის პროდუქტები და წებოვანი ბრინჯი. ეს საფარი შესაძლებელს გვაძლევს საკვები ნაკლები ზეთის გამოყენებით შევწვათ. მაგრამ ალბათ ყველა დიასახლისს გაუჩნდება კითხვა და კომენტარი, რომ ეს სასიამოვნო პროცესი ახალი ტაფის ყიდვიდან მხოლოდ პირველი პერიოდი გრძელდება, შემდეგ კი მისი ზედაპირი ზიანდება და მსგავსი ეფექტის მიღწევა უკვე შეუძლებელია, როგორ უნდა მოვიქცეთ?შემოგთავაზებთ ტაფის  მოხმარების რეკომენდაციებსტაფა ნელ-ნელა გააცხელეთთუ გსურთ, რომ ტაფებმა დიდხანს გაძლონ, იზრუნეთ, რომ ისინი თანდათან გააცხელოთ, ეტაპობრივი გათბობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ტაფამ წებოვანი ეფექტი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს.არ მოამზადოთ მაღალ ცეცხლზემაღალი ხარისხის ტაფები წებოვანი საფარით კარგად მუშაობს საშუალო სიმძლავრეზე ჩართულ ქურზეც კი. ასე თავიდან აიცილებთ საკვების გაფუჭებას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას და გაახანგრძლივებთ ჭურჭლის სიცოცხლეს. არ შეეხოთ ტაფას დანით ან ლითონის სხვა ნივთითტაფის ზედაპირზე დანის მცირე შხებაც კი იწვევს ზედაპირის აქერცვლას და საკვების მიწვას. ხის და სილიკონის ჭურჭელი ტაფების საუკეთესო მეგობარია, ასევე, დანით დამუშავებამდე ,საკვები ყოველთვის გადაიტანეთ საჭრელ დაფაზე... ვრცლად

ასტროლოგია ფული

ჰოროსკოპი 1713219820

„შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ეს პერიოდი თქვენი ოცნებების ასრულებისათვის გამოიყენეთ“ - როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს

15 აპრილიეს დღე ყველაზე თამამი და გამბედავი გადაწყვეტილებისათვის გამოგადგებათ, რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ადამიანი ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს და გარდაუვალ ცვლილებებზე დაფიქრდება. ამიტომ, თუკი რაიმეს დაწყებასა და განახლებას გეგმავდით და აქამდე ვერ მოახერხეთ, იქნება ეს ახალი საქმეების წამოწყება, ვარჯიში, განათლების მიღება, კვების მოდელის შეცვლა თუ სხვა, ეს დღე პირველი წარმატებული ნაბიჯებს გადადგმაში ნამდვილად დაგეხმარებათ. 16 აპრილიროგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სრულიად უჩვეულოა და აქამდე არასდროს გიცდიათ. ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგადგებათ და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეფასებას კიდევ ერთხელ შეძლებთ.17 აპრილი დიდი შანსია, რომ ის იდეები, რომლებზეც ამ დღეს ვიფიქრებთ, სამომავლოდ ჩვენი წინსვლისა და წარმატებისთვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ნუ უგულებელყოფთ ახალ ინიციატივებსა და წინადადებებს. დაფიქრდით თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზე და ამ დღესვე გადადგით პირველი ნაბიჯი, რომელიც მიზანთან დაგაახლოებთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ეს პერიოდი თქვენი ოცნებების ასრულებისათვის გამოიყენეთ.18 აპრილიამ დღეს ჯობს, შედარებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგანაც შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ და მოგეჩვენოთ, რომ ძალა არაფერზე გყოფნით და საკმარის მოტივაციასაც ვერ პოულობთ. გარდა ამისა, გართულებულია კომუნიკაცია, რამაც შესაძლოა დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ, არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტში და საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა მისცეთ. ნახეთ სრულად

სკოლა

საზოგადოება 1713219699

როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები?

სააღდგომოდ სკოლები და ბაღები რამდენიმე დღის განმავლობაში დაისვენებენ. მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს.სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

დოლარი

ფინანსები 1713219620

ვალუტის კურსი შეიცვალა - ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8450 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა