ქუთაისის ტორპედო დაშლის პირასაა

22:01 05-14-2019
67

ქუთაისური გუნდი დაშლის პირასაა. ამის შესახებ ტორპედოს მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა საბურთალოსთან დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მწვრთნელის თქმით, კლუბს უდიდესი ფინანსური კრიზისი აქვს და დაშლის პირასაა.

„გუნდში მძიმე ფსიქოლოგიური და ფინანსური ვითარებაა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ. შესაძლოა, მომდევნო მატჩამდეც კი დავიშალოთ. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩვენი გუნდის ხასიათი ვერ იყო ისეთი, როგორიც მსგავსი მატჩის მოსაგებად საჭიროა. იმედი მაქვს, რომ ტორპედო გადარჩება, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმედი არც თუ ისე დიდია“. - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.