"ევროვიზიაზე" მომღერალ მადონას გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

21:22 05-14-2019
170

 მადონას ისრაელში ევროვიზიის კონკურსზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ორგანიზატორთა თქმით, პოპ-დივასთან კონტრაქტი ამ დრომდე ხელმოუწერელი რჩება. ამის შესახებ BBC news-ი წერს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი არასდროს ოფიციალურად არ ადასტურებდა, რომ მადონა სცენაზე გამოვიდოდა,- აღნიშნა ევროვიზიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა იუნ ულა სანმა.

თუ ჩვენ არ გვექნება ხელმოწერილი კონტრაქტი, მადონა ვერ შეძლებს სცენაზე გამოსვლას - განაცხადა იუნ ულა სანმა.

ევროვიზია 2019, 14 მაის თელ-ავივში დაიწყო. კონკურსის ფინალური კონცერტი 18 მაისს გაიმართება.