მითების დეტექტორის ახალი კამპანია ჰეშტეგით - #Noტრალიტეტი

19:51 05-06-2019
9

მედიის განვითარების ფონდის, პროექტ მითების დეტექტორის ფარგლებში, ნეიტრალიტეტის პოლიტიკის წინააღმდეგ ფეისბუქკამპანია დაიწყო. კამპანიის დაწყების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პატრიოტთა ალიანსმა საქართველოს ნეიტრალიტეტი მოითხოვა.

მითების დეტექტორის ფეისბუქგვერზე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას!. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის კი, უნდა შექმნათ თქვენი მიმი და გაავრცელოთ ჰეშტეგით #Noტრალიტეტი.

სამხედრო მიუმხრომლობა აუცილებლად, იმიტომ რომ ესაა უსაფრთხოების ერთადერთი გზაა დღეს, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებთან საუბარში.

პატრიოტთა ალიანსმა 5 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე 27 მაისიდან აქციების დაწყება დააანონსა. აქციების მთავარი მოთხოვნა სამხედრო მიუმხრომლობა იქნება. პარტიის ლიდერები თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასაც ითხოვენ. მათივე განცხადებით, მთავარი აქცია 15 ივნისს თავისუფლების მოედანზე გაიმართება, შემდეგ კი პერმამენტულ სახეს მიიღებს.