„ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ - ვის ეპატიჟება ბორტზე ანუკი არეშიძე

16:12 05-06-2019
16087

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში აეროპორტში შედგა და მან დამსწრე პუბლიკის მოწონება დაიმსახურა. დიზაინერი „ფეისბუქზე“ ჩვენების შემდეგ პოსტს აქვეყნებს. 

ანუკი არეშიძე: - დებიუტიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ მოდის კვირეულის ეს სეზონი განსაკუთრებული იყო ANOUKI-სთვის. ახალი ენერგია და აღტკინება გახდა ჩვენი ახალი კოლექციის მამოძრავებელი. აეროპორტი დეფილეს ლოკაციად - ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მაგრამ სწორ კოლექციას ველოდი და ეს მოდის კვირეული სწორედაც რომ ზუსტი დრო გამოდგა ჩემი ოცნების განხორციელებისთვის - დაპატიჟეთ ბორტზე ნებისმიერი მსურველი ANOUKI-ის გოგოსთან ერთად საფრენად. ეს გოგო ცხოვრებამ მომწიფებულ ქალად აქცია. გრძელვადიანი მზადება უძღოდა ამ განსაკუთრებულ შოუს. იდეა - კოლექციით ყველას ვეხმარებით დაწყებული აეროპორტის დაცვიდან და ტექნიკური სტაფიდან, მკერავით და ივენთ მენეჯერით დამთავრებული. მადლობა ყველას მოსვლისთვის. ეს იყო ANOUKI-ის საუკეთესო შოუ. შევხვდებით შემდეგ სეზონზე.



ავტორი: თამარ გონგაძე