ჩვენ კარგი მეგობრები ვართ- ვახტანგ გომელური გახარიასთან დაპირისპირებას უარყოფს

20:56 05-03-2019
74

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსასახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მასსა და შს მინისტრს შორის დაპირისპირების თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას  უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს  პარლამენტში  განუცხადა,  გიორგი გახარიასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

"არანაირი დაპირისპირება არ არის. ეს, რათქმა უნდა, ჭორია.. ჩემი ძალიან კარგი,დიდი ხნის მეგობარია გიორგი. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ასევე, მარტო ჩვენი ურთიერთობა არა, ჩვენი უწყებებიც ასე  არიან ერთმანეთთან. მართლაც, ერათმანეთის გარეშე, ცალ-ცალკე მუშაობა ურთულესი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის. ეს არის ერთი სისტემა, თითქმის,ერთი ორგანიზმია. მით უმეტეს, მე და გიორგი პიროვნულად ძალიან კარგი მეგობრები ვართ.ასე რომ , ეს, რა თქმა უნდა, ჭორებია", - განაცხადა გომელაურმა.