ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

20:51 05-03-2019
20

ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, ორი ქვეყნის ლიდერის საუბარმა ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა.

CNBC - ს ინფორმაციით ამერიკისა და რუსეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბარში, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, განიხილეს მიულერის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის შესაძლო ჩარევაზეც იყო საუბარი.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეის შესახებ.