გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20:43 05-03-2019
26

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. 

„2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე, საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს სსსკ-ის 2301-ე მუხლის  საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა ბრალდებულ გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, მხარეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ბრალდებულის პატიმრობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა 9 თვე, გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად გასული წლის 9 აგვისტოს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს არ აღიარებს. გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს. ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, სარდაფში  მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.