„ბატონო გიორგი პარლამენტში თვალის ჩასაკრავად მოხვედით?“ - ოპოზიცია გახარიას პასუხებით უკმაყოფილოა

17:34 05-02-2019
98

გიორგი გახარიას პასუხებით ოპოზიცია უკმაყოფილოა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მინისტრმა მათ კითხვებს გამიზნულად არ უპასუხა:

კირკიტაძეზე არ მიპასუხეთ და ალბათ დუმილი ჯობდა, მაჩალიკაშვილზე არ მიპასუხეთ, მუკოიანზე, მოძალადე დეპუტატზე რომელიც დარბაზში ზის არ მიპასუხეთ, კერზაიაზე არ გვიპასუხეთ და მორალი გვიკითხეთ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების პირველწყაროს რატომ არ სჯით, გავრცელებაზე რატომ არ სჯით?- არ მიპასუხეთ.

მაინტერესებს ბატონო გიორგი, საერთოდ რისთვის მოხვედით პარლამენტში, თვალი რომ ჩაგვიკრათ?-  თუ ცინიკურად მორალი გვიკითხოთ. იქნებ უმრავლესობას მაინც მოუწოდოთ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

ასევე როდესაც ამბობთ, რომ პანკისში არასწორად იყო რისკები შეფასებულიო, ვინ ჩაატარა ეს არასწორი და არაზუსტი ანალიტიკური სამუშაოები - ბახტაძემ? ეკონომიკის მინისტრმა თუ ღარიბაშვილმა? - ამაზე მაინც გვიპასუხეთ“, - მიმართა თინათინ ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.