ოპოზიციისა და სამხედროების შეტაკება ვენესუელაში (ფოტო)

23:18 04-30-2019
221

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, 30 აპრილს რესპუბლიკის თვითგამოცხადებული მეთაურის, ხუან გუაიდოსა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. გუაიდომ თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, ოპოზიციის მხარეს ნაციონალური გვარდიის ნაწილიც გადავიდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ავტობუსები დაწვეს, მათ წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გუაიდომ მიმდინარე მოვლენებს მადუროს დამხობის ფინალური ეტაპი უწოდა. ოფიციალური ხელისუფლება კი, გუაიდოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

გთავაზობთ კარაკასში მიმდინარე პროცესების ფოტომასალას.

 

width=538ოპოზიციის წარმომადგენლები კარაკასის ქუჩებში. 30 აპრილი 2019 წელი.

 

width=537ხუან გუაიდო, ოპოზიციის ლიდერ, ლეოპოლდო ლოპესთან ერთად, რომელიც 30 აპრილს შინაპატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მხარდამჭერებს მიმართავენ.

 

width=537გუაიდოს მხარდამჭერთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

 

width=536პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მომხრეები, მისი პორტრეტით ხელში.

 

width=536ოპოზიციონერები და სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პრეზიდენტ მადუროს უჭერს მხარს.

 

width=536ოპოზიციონერს, სამხედრო ჯავსანმანქანა ეჯახება.

 

width=536ოპოზიციონერებს თავიანთი დაშავებული მომხრე მიჰყავთ, რომელსაც ჯავშანმანქანა დაეჯახა.

 

width=534ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების მონაწილე, ცრემლსადენი ბალონით ხელში.

 

ავტორი: გიორგი ფარულავა