ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

21:43 04-25-2019
55

აშშ-ს ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების შესახებ განაცხადა.

76 წლის ბაიდენმა  ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის   2020 წლის  არჩვენებში  მოწილეობას და ბრძოლას საკუთარი ხალხის გადასარჩენად გეგმავს.  

თუ, ჩვენ დონალდ ტრამპს მივცემთ უფლებას დარჩეს თეთრ სახლში 8 წლის მანძილზე, ის, ძირშივე და სამუდამოდ შეცვლის ხალხის ხასიათს. შეცვლის იმას, რაც ვართ. მე არ შემიძლია ვიდგე განზე და უბრალოდ ვუყურო იმას, რაც ხდება- განაცხადა ბაიდენმა.

მისი მოსაზრებით, სასწორზე დგას  ერის მთავარი ღირებულებები.

სასწორზე დგას ჩვენი ღირებულებები, ჩვენი მდგომარეობა მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია და ყველაფერი ის, რამაც შექმნა ამერიკა ამერიკად- აღნიშნა ბაიდენმა.