ლევან ჯიბღაშვილმა საკუთარი კომპანიის, "სუსის" ინიციალები გაშიფრა

21:22 04-25-2019
67

ჩემი კომპანია სუსი იშიფრება, როგორც  სულიერება და სიბრძნე"-განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა გადაცემა  "რეაქციაში", სადაც ის,  საზოგადოების მხრიდან უარყოფით რეაქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი ცილისწამება გაჟღერდა, მათ შორის მის ბიზნესებზე.

"ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო ერთ-ერთი შპს სუსი, ეს კომპანია  დარეგისტრირებულია 2015 წელს, მაშინ როცა უნდა გაგვეკეთებინა საქველმოქმედო ორგანიზაცია "სულიერება და სიბრძნე", ეს ინიციალები რომ ჩავწერეთ,  დაერქვა სუსი". - განაცხადა მსახიობმა.