ტომას მარკლი ჰერცოგინიას და პრინც ჰარის ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს

19:13 04-24-2019
114

მეგან მარკლის მამა, ჰერცოგინიას მშობიარობას ვერ დაეწრება, ვერც სამეფო ოჯახის წევრების სიხარულს ვერ გაიზიარებს და აქედან გამომდინარე, მეგანის ხასიათის გაფუჭებასაც ვერ მოახერხებს. 

ამის შესახებ, პორტალ „TMZ“-ს ტომას მარკლის ახლობლებმა განუცხადეს.

 

“ტომასი ლონდონში არ მიემგზავრება - და სავარაუდოდ არც გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მეგანი დღედღეზე დედა გახდება“ - ამბობს ტომასის ახლობელი.

ცნობილია, რომ ჰერცოგინიას დედა, რამდენიმე დღის წინ ქალიშვილთან გაემგზავრა. 

ამბობენ, რომ გასულ წელს, როცა ტომასი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქალიშვილის ქორწილს ვერ დაეწრო, შესაძლებელია სწორედ იგივე მიზეზით, ვერც შვილიშვილის დაბადებას დაესწროს.   

სანდო წყაროს ცნობით, ტომასმა დღემდე ვერ შესძლო ქალიშვილთან ურთიერთობების მოგვარება - ტომასის განცხადებით, ამ ეტაპზე ჰერცოგინია  „დუმილის რეჟიმშია“ და იმედოვნებს, რომ მათი ურთიერთობები ბავშვის დაბადების შემდეგ აღდგება.  

შეგახსენებთ, რომ სასექსის ჰერცოგინიას და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონიის შემდეგ, ტომასს მეგანთან ურთიერთობა შეუზღუდეს. მამა-შვილის დაძაბული  ურთიერთობის შესახებ, უამრავი სკანდალური ინფორმაციები გავრცელდა. ფაქტია, რომ ტომასი და ჰერცოგინია, 2018 წლის აგვისტოს შემდეგ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.  

მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომასი მის ქალიშვილს და პრინც ჰარის, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს და იმედოვნებს, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება. 

სანდო წყაროს ცნობით, ტომასი ბედნიერია, რომ დორია, მშობიარობის დროს მისი ქალიშვილის გვერდით იქნება. 

 იხ. ფოტოკოლაჟი: